Tuesday, March 10, 2009

ბიბლიოთეკები

ბიბლიოთეკა – ბერძნული სიტყვაა (ბიბილონ) და პირდაპირი მნიშვნელობით წიგნსაცავს ნიშნავს. ბიბლიოთეკა არის კულტურულ –საგანმანათლებლო დამხმარე დაწესებულება ბეჭვდით ნაწარმოებთა სარგებლობის ორგანიზატორი. საბიბლიოთეკო საქმე შორეულ წარსულში იღებს სათავეს.მისი განვითარების ხანგრძლივ პერიოდში , სხვადასხვა ფორმაციის და სოციალური ვითარების პირობებეში ბიბ-კა იცვლიდა სახეს დანიშნულებას და ამოცანებს. უცვლელი რჩება ერთი – ის რომ იგი მუდამ იყო და არის კაცობრიობის სულიერი სიმდედრე და საუნჯე.


1.შუმერთა ბიბლიოთეკები


შუამდინარეთში ყველაზე უძველასი ბიბლიოთეკები
შუმერების ქვეყანაში გვხვდება. შუმერებს ამჟამად უწოდებენ “ხალხს” რომელმაც ისტორია დაიწყო .
პირველი მსოფლიო ომის აქ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა ქალაქი ურუკი რომელიც 3 ათასეული წლის განმავლობაში არსებობდა . აქ იპოვეს უამრავი უჩვეულო ნივთი მაგრამ განსაკუთრებით ძვირფასი იყო წარწერებიანი თიხის წიგნები რომლებიც თითქმის სრულ წარმოდგენას იძლევა შუმერების ცხოვრებაზე. უმერების ქალაქები ძირითადად მდინარე ევფრატის ნაპირებზე იყო განლაგებული.
აღმოჩენილი თიხის ფირფიტების სიუხვე მეტყველებს იმ დიდ წიგნიერ კულტურაზე , რომელიც შუამდინარეთში და კერძოდ შუმერთა ქვეყანაში არსებობდა. შუმერების რელიგიურ ცენტრში – ნიფურში გათხრების შედეგად აღმოჩენილია რამდენიმე ათასი ფირფიტა , რაც ადასტურებს , რომ აქ ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავი უნდა ყოფილიყო.
აქ დაცული ფირფიტების ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე , რის წყალობითაც კაცობრიობამ ბევრი რამ გაიგო თითქმის პრეისტორიული სიძველის შესახებ.
ერთ ხანს შუმერთა დედაქალაქი იყო ური დიდი კულტურის ცენტრი . გათხრების დროს აქ დიდი რაოდენობით აღმოჩნდა დაუნჯებული თიხის ფირფიტები. ქალაქ ლაგაშაში 20 ათასამდე ასეთი წიგნი იქნა აღმოჩენილი. ნაპოვნი კატალოგი მეტყველებს რომ აქ უკვე იყო ნამდვილი ბიბლიოთეკა . ქალაქ შურუპაკში აღმოჩენილმა თიხის ფირფიტებმა საშუალება მოგვცეს შემდგარიყო “არქაულ ლურსმნული” ნიმუშების სია. ურში ნანახი არქეოლოგიური მასალის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოდ როგორ ინახებოდა საერთოდ ბიბლიოთეკაში თიხის ფირფიტები .მას სპეციალურად დაწნულ კალათებში ათავსებდნენ , რომლებიც საიმედოდ იკვრებოდა , მათზე ამაგრებდნენ პატარა თიხის ფირფიტას წარწერით : მგ.ცნობილია ასეთი წარწერა “მუშების გაგზავნა” , “ბაღების შესახებ” და სხვ.
ნაპოვნია კატალოგებიც , ცხადია კარგად ორგანიზებული ბიბლიოთეკების გარეშე ასეთი რამ წარმოუდგენელია , ამოკითხულია ამის ორი ფრაგმენტი რომლებიც სულ 87 ლიტერატურულ ნაწარმოებს შეიცავს .
როგორც ჩანს შუმერების ქვეყანაში საკმაოდ განვითარებული ყოფილა წიგნის წარმოებისა და დაცვის საქმე.

2.ასურეთის ბიბლიოთეკები

ასურეთის დიდი მბრძანებელი ასურბანიფალი (ძვ.669-633) განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა თავისი ქვეყნის კულტურის განვითარებას .მე-19 საუკუნის შუაში აქ წარმოებულმა გათხრებმა ბევრ საიდუმლოს ახადეს ფარდა, აღმოჩნდა ბიბლიოთეკის ნანგრევები , ათეულ ათასობით თიხის ფირფიტებით , რაც საშუალებას გვაძლევს ნათლად დავინახოთ , რაოდენ დიდი არქივი და ბიბლიოთეკა ქონია ასურეთის დიდ მბრძანებელს . ამ ტექსტებს შორის აღმოჩნდა საყოველთაოდ ცნობილი მსოფლიო შედევრი , ეპოსი- “გილგამეში”. ეს იყო ნინეევიის ბიბლიოთეკა , მას თავისი თეგიც ქონდა წარწერით “ასურბანიფალის სასხლე , მეფეთ მეფის , ასურეთის ქვეყნის მეფის ,რომელსაც ღმერთმა ნაბუმ და ქალღმერთმა ბალისტამ მიანიჭეს მგრძნობიარე სმენა, მახვილი თვალი , რათა მოიპოვოს ჩვენი ქვეყნის მწერალთა ქმნილებები”.


3.ბაბილონის ბიბლიოთეკები


ბაბილონი ბაბილონი-შუამდინარეთის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა იყო. მან შუამდინარეთში უდუდესი კულტურა შექმნა, იგი სიდიადით უსწრებდა – შუმერებს, ასურებს აქადიელაბს.
ბაბილონში ძალიან ადრე განვითარდა დამწერლობა , ხელოსნობა მეურნეობა , მეცნიერების სხვადასხვა დარგები.
როგორც ვხედავთ Bბიბლიოთეკა- არქივები იშვიათობას არ წარმოადგენდა. სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ ის, რომ აქ ბიბლოთეკები ყველა სასწავლებელს ექნებოდა , რომლებიც მრავლად იყო გახსნილი . სასახლესა და ტაძრებში არსებულ ბიბლიოთეკებს “დაფის სახლებს” უწოდებდნენ . უდავოა ის რომ მათ ახასიათებდათ MAმაღალი დონის ორგანიზებულობა და შრომის კულტურა.

4.ხეთების ბიბლიოთეკები

1907 წელს თურქეთში 145 კილომეტრის დაშორებით , გათხრების დროს 10 ათასზე მეტი თიხის ფირფიტა აღმოჩნდა ბაბილონურ ლურსმნული დამწერლობით. როგორც დადგინდა ეს იყო ხეთების უძველესი დედაქალაქის ბიბლიოთეკის ნანგრევები. შემდეგში კიდევ აღმოჩნდა 6 Aათასამდე “თიხის წიგნი” , ბევრი კიდევ მიუკვლეველი დარჩა, როგორც ვარაუდობენ ასურბანიფალის ბიბლიოთეკის შემდეგ ეს ბიბლოთეკა არქაული ხანის ბიბლიოთეკებს შორის ყველაზე დიდი უნდა ყოფილიყო.
ხეთებს ძალიან დიდი თვითმყოფადი კულტურა გააჩნდა .განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი ორიგინალური არქიტექტურული ნაგებობები, , მონუმენტური ხელოვნება ბარელიფები.
აქ თავმოყრილი ლურსმნული ნაწერებიდან თავდაპირველად მხოლოდ ბაბილონური იქნა ამოკითხული , რაც შეეხება ხეთურ ნაწერებს ისინი შედარებით გვიან გაშიფრეს.
ხეთების ლიტერატურისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია მეფური მატიანეები , რომლებშიც მეფეები პირველ პირში ლაპარაკობენ თავიანთ სასახელო სააქმეებზე , აღსანიშნავია მითოლოგიური ლიტრატურაც, ხეთური დამწერლობის ნიმუშები გამოირჩევიან იმით ,რომ უმეტესად აქ ნაშრომის ავტორებია მოხსენებული.
უამრავ წერილობით ძეგლს შორის თითქმის ყველა დარგია წარმოგდენილი , რაც კი იმ დროს არსებობდა.
შემორჩენილია ასევე ბიბლიოთეკის კატალოგი , საყურადღებოა , რომ კატალოგებში მითითებული იყო დაკარგული წიგნებიც .ეს აშკარად მეტყველებს
იქაური ბიბლიოთეკების მაღალ დისციპლინაზე.
ჩვენამდე მოღწეული ფირფიტების უმეტესობა ჯერ კიდევ არ არის ამოკითხული.

5.ეგვიპტური ბიბლიოთეკები

აფრიკის კონტინენტზე , ყველაზე ნაყოპიერ ადგილებში ნილოსის გასწვრივ სხვადასხვა ტომებისა და ხალხებისგან უზველესი დროიდან შეიქმნა დიდი გაერთიანება – ეგვიპტის სახელმწიფო .
ეგვიპტემ ბევრი რამ შეიძინა და შეითვისა ასურულ-ბაბილონური და ხეთური კულტურებიდან, მაგარმ შეძლო თავისი დამოუკიდებელი კულტურული სამყაროს შექმნა.
ეგვიპტისთვის დამახასიათებელია მეტად ორიგინალური ,განუმეორებელი არქიტექტურა,სახვითი ხელოვნება ,განვითარებული ქორეოგრაფიული კულტურა ,მდიდარი ლიტერატურა ორიგინალური დამწერლობით სა წიგნის კულტურით.
დამწერლობის უძველეს ნიმუშებს წარმოადგენს პირამიდების კედლებზე შესრულებული იეროგლიფური ტექსტები .ესენი შეიცავს მაგიურ ფორმულებს ,შელოცვებს ჰიმნებსა და მითიურ ნაწყვეტებს.
ასეთი მდიდარი ლიტერატურე და მეცნიერული მემკვიდრეობა უპირველეს ყოვლისა თავს იყრიდა ეგვიპტის უდიდეს წიგნსაცავებში .
ეგვიპტური წიგნი სხვადასხვა ზომისა და აღნაგობის პაპირუსია ,რომელიც გრაგნილს წარმოადგენს , მისთვის დამახასიათებელია ავტორის ვინაობის აღნიშვნა ,ბევრჯერ გადამწერ-დამამზადებელიც მოიხსენიება .რაკი ძირითადი მასალა აქ პაპირუსი იყო , ბიბლიოთეკებს “პაპირუსის სახლებს” უწოდწბდნენ .სასულიერო ტაძრების ბიბლიოთეკებს –“მაცოცხლებელ სახლებს”, ზოგი ეგვიპტური ბიბლიოთეკა ჩვენთვის კარგადაა ცნობილი ამათგან აღსანიშნავია რამზეს მე-2 ბიბლიოთეკა_ არქივი ,რომელიც ძვ.წ 1300 წელსაა დაარსებული ეგვიპტის უძველეს დედაქალაქში _ფიბიაში. ამ ბიბლიოთეკაზე გამოკვეთილი იყო წარწერა _ “სულის აფთიაქი”.ძვირფასად მოჭედილ კარს ამშვენებდა ღმერთის ტოტისა და “წიგნის დიდი მბრძანებელის” ქალღმერთი სეშატის გამოსახულებები.
მეორე დიდი ბიბლიოთეკა იყო ედფუს ტაძარში ,რომელიც დაახლოებით 100 წლის განმავლობაში შენდებოდა .მარჯვნივ და მარცხნივ აგებული იყო ორი სამლოცველო .ერთში მოთავსებული იყო წიგნსაცავი .აქ მეტად თავისებური კატალოგი ქონდათ- კედელზე ჩამოწერილი იყო სია , რომელსაც სათაურად ეწერა :”მრავალწიგნებიანი ყუთებისა და ცხოველთა ნაღდი ტყავის დიდი გრაგნილების ნუსხა” აღწერილია უმეტესად სასულიერო წიგნები და ასტრონომიული ნაშრომები.
ეგვიპთურ ბიბლიოთეკაში , პაპირუსების უდისედ მასალაში ვხვდებით აგრეთვე ტყავის გრაგნილებს .
ბიბლიოთეკებს ქურუმები განაგებდნენ.
საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა არსებულა სებეკას ტაძარში , სადც აღმოჩენილია უმეტესად ნატიფი ნიმუშები ,ზღაპრები ,ძილისპირულები ,სამეცნიერო ტექსტები და დოკუმენტები.


6.საბიბლიოთეკო საქმე რომაული კულტურის ქვეყნებში


რომაული კულტურის ქვეყნებში საბიბლიოთეკო საქმის განვითარება თვისებრივად ახალ საფეხურზე მიმდინარეობდა , ვიდრე მსოფლიოს სხვა ცნობილ ქვეყნებში .
რომაული ბიბლიოთეკები ,განსხვავებით მის წინამორბედებთან შედარებით უფრო დემოკრატიულია , აქ არ ვხვდებით ბიბლიოთეკა- გიგანტებს .როგორც შუამდინარეთსა და ეგვიპტეში , მაგრამ ისინი გამოირჩევიან სინატიფით. ამ ბიბლიოთეკებში უმეტესად ეტრატის გრაგნილები.
პირველი საჯარო ბიბლიოთეკა რომში დაარსა აზინიუს პლინიუსმა ჩვენი წელთაღრიცხვით 39 წელს ,ეს თარიღი საგულისხმოა იმით ,რომ მსოფლიოში პირველად გაიხსნა სახალხო მოხმარების ბიბლიოთეკა. ეს ტრადიცია რომში თანდათან ძალას იკრებდა მეოთხე საუკუნის დასაწყისისთვის რომის სახელმწიფოში 30-მდე საკმაოდ დიდი საჯარო ბიბლიოთეკა იყო. ყველაზე გამორჩეულ ბიბლიოთეკად კი ცეზარის ტაძართან არსებული ბიბლიოთეკა ითვლებოდა.
საჯარო ბიბლიოთეკები მოქმედებდნენ აგრეთვე რომს დაქვემდებარებულ ქალაქებშიც.
ისინი უმეტესად ძვირფსად გაფორმებულ პორტალებში , დახურულ გალერეებში თავსდებოდა. მისი ფასადები აღმოსავლეთით იყო ,მიპყრობილი ,სამკითხველო დარბაზი , ჩვეულებრივ ოთხკუთხა იყო,ზოგჯერ ოვალურიც ან მომრგვალებური . მას ამკობდნენ ღმერთებისა და გამოჩენილი ადამიანების ქანდაკებებით , რომლებიც კედლებში დატანებულ ნიმუშებში იყო მოთავსებული ,რათა მკითხველთა ყურადღება არ გაეფანტა.
ბიბლიოთეკებს თავიანთი კატალოგები ჰქონდათ.
საგულისხმოა ის გარემოება ,რომ სათანადო ყურადღება დაეთმო ბიბლიოთეკის მუშაობის მეთოდიკურ საკითხებს.
ანალიზი გვიჩვენებს ,რომ მონათმფლობელების სამყაროში საბიბლიოთეკო საქმე საგრძნობლად იყო განვითარებული დრო და ჟამის შესაფერისად.

ასე ვითარდებოდა საბიბლიოთეკო საქმე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.


7.საბიბლიოთეკო საქმის განვითარება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში


1642 წლის სამოქალაქო ომის დროს მეფის არმიელების ერტი ნაწილი ოქსფორდის უნივერსტეტში იყო დაბანაკებული . 1646 წლის საპარლამენტო პარტიის გამარჯვების შემდეგ უნივერტეტები მძიმე მდგომარეობაში არმოჩნდნენ ოლივერ კრომველმა (1599-1658) რომელიც ხელისუფლებას მოექცა სათავეში , დაინახა ამ და წესებულების სიძლიერე და თავის მფარველობაში აიყვანა იგი და დაცვაც დაუნიშნა.
ინგლისში მალე სახალხო ბიბლიოთეკებსაც ჩაეყარა საფუძველი 1684 წელს კულტის მსახურმა მოძღვარმა ტენინსონმა ააგო შენობა და მე-2 სართული მთლიანად ბიბლიოთეკას დაუთმო , რომლის კარები ღია იყო ყველა მსურველისთვის მე-18 საუკუნის 20-იან წლებში წიგნმოვაჭრეებმა ფასიანი ბიბლიოთეკების გახსნა დაიწყეს.
ლონდონსა და პროვინციებში,განსაკუთრებით საკურორტო ადგილებში გაჩნდა ე.წ ხელმოწერითი ბიბლიოთეკები , პირველი ასეთი ბიბლიოთეკა 1740 წ. გაიხსნა
1753 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი ბრიტანეთის მუზეუმის შექმნის შესახებ. 1757 წელს მეფე ჰენრი მე-2 მუზეუმის ბიბლიოთეკას სამეფო ბიბლიოთეკა შეუერთა
1774 წელს ბიბლიოთეკაში გაიხსნა 120 ადგილიანი სამკითხველო დარბაზი .მე-18 საუკუნის დასასრულისთვის წიგნადმა ფონდმა 100 მიაღწია.
ანალოგიურად ვითარდებოდა საბიბლიოთეკო საქმე შოტლანდიაში.
გერმანიაში კი ცოტა სხვანაირი სიტუაცია იყო . იმ პერიოდის გერმანია დაქსაქსულ, ფეოდალურ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მე-16 საუკუნეში წარმოქმნილი ვითარების გამო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა საუნივერსტეტო ბიბლიოთეკები.მგ. მარბურგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ერთი ხემძღვანელი , პროფესორთაგანი ,მთელი 10 წლის განმავლობაში თავისი გადაწყვეტილებით, ზამთრობით ,სიცივის მომიზეზებით,ბიბლიოთეკას არც კი აღებდა.
1661 წელს გაიხსნა ბერლინის სამეფო ბიბლიოთეკა, მართალია ის, თითქოს საყოველთაო ხმარებისთვის იყო განკუთვნილი , მაგრამ თვით მეცნიერებიც ვერ სარგებლიბდნენ ჯეროვნად , ძალიან დაბალი იყო მომსახურების ხარისხი , მხოლოდ ბიბლიოთეკების მცირე ნაწილი თუ აკმაყოფილებდა მაშინდელი მკითხველის მოთხოვნებს.
გერმანიის ბიბლიოთეკათა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქსოონის ფურფიუსტების ბიბლიოთეკა დრეზდენში. მისი წარმატება დიდად განაპირობა საქვეყნოდ განთქმული ბიბლიოთეკარის მე-18საუკუნის თვალსაჩინო მოღვაწის იოჰან მიქაელი ფრანკეს მოღვაწეობამ. მან მოახდინა ბიბლიოთეკის ფონდების წყობის რეორგანიზაცია , განალაგა ისინი შინაარსობრივი ნიშნით.
ბიბლიოთეკების მომხმარებელთა შემადგენლობის გაფართოება ჯერ ჯიდევ მანამდეც შეიმჩნეოდა ,მაგრამ ეს პროგრესი მეტად მოკრძალებული ნაბიჯებით მიიწევდა წინ მგ.საფრანგეთის სამეფო ბიბლიოთეკამ 1737 წლიდან ფართოდ გაუღო კარი სახელმწიფო მოღვაწეებს .
1791წ.10 ნოემბერს სახალხო განათლების კომიტეტთან შეიქმნა საბიბლიოთეკო სექცია ,რომელსაც ანრი გრეგუარი ხემძღვანელობდა.
1795 წელს სამეფო ბიბილიოთეკა ეროვნილ ბიბილიოთეკად გადაკეთდა.
მიუხედავად იმისა რომ ზოგ შემთხვევაში საბიბილიოთეკო საქმის განვითარებისთვის წამოყენებული მოსაზრებები და თეორიული დასაბუთებები ერთმანეთის ურთიერთსაწინააღმდეგო იყო,საბიბილიოთეკო თეორიასა და პრაკტიკაში პროგრესი უდავოდ დიდია ,მთელ ევროპაზე მისი გავლენა ვერც კონტრევოლუციის ,ბურჟუაზიის გამარჯვებამ და ნაპოლეონის ომებმა ,ვერც სხვა კატაკლიზმებმა ვერ შეაფერხეს.


8. ა.შ.შ ბიბლიოთეკები


ამერიკის კონტინენტზე წიგნები და წიგნსაცავები დიდი ხნით ადრე არსებობდა ,ვიდრე აქ კონკისტადოერბი მოვიდოდნენ.
ახლა ისტორიის საწყის პერიოდში ამერიკა უკვე მთლიანად დასახლებული იყო ევროპელებით.
მე-18 საუკუნის 60-იან წლებში სამხრეთ ამერიკის ინგლისურ კოლონიებში მეტროპოლიების წინააღმდეგ მასობრივი მოძრაობა ჩაისახა შემდეგში იგი დამოუკიდებლობისთვის გაჩაღებულ ომში გადაიზარდა ,რომლის შედეგებმა მთლიანად განაპირობეს ქვეყნის სახე და შინაარსი.დემოკრატიული სახელმწიფო წყობილება და დრომოჭმული ტრადიციებისგან განთავისუფლება საბიბლიოთეკო საქმის თავისებურობის განვითარებას განაპირობებდა . მისთვის ძირითადად დამახასიათებელია ინგლისური კულტურის ზეგავლენა,ამას ემატება მრავალრიცხოვან ემიგრანტთა მეტად ჭრილი მასა თავისი ტრადიციებით,რამაც მთლიანად განაპირობა აქ თავისებური საზოგადოებრივი ბიბლიოთეკების წარმოშობა. პირველად ასეთი ბიბლიოთეკა გაიხსნა ტომას ბრეის თაოსნობით 1697 წელს სამხრეთ კაროლინის შტატში.
ამერიკაში პირველი დიდგვაროვნული ბიბლიოთეკის წარმოშობა დაკავშირებულია Bბენჯამინ ფრანკლინის სახელთან (1706-1790). მან 1732 წელს ფილადელფიაში სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა თვითგანათლების კლუბი,რპმელსაც ‘ფილადელფიის საბიბლიოთეკო საზოგადოება ‘ ეწოდებოდა.იგი სხვა ქალაქების ბიბლიოთეკებთან შედარებით სამაგალითოდ ითვლებოდა.
1747 წელს როდ აილენდში გაიხსნა საყოველთაო სახელმწიფო ბიბლიოთეკა.
ბიბლიოთეკების მომრავლებაზე საგანგებოდ ზრუნავდა თომას ჯეფერსონი (1743-1826)რომელმაც წამოაყენა მოთხოვნა უფასო სავალდებულო სწავლასა და საჯარო ბიბლიოთეკების გახსნის შესახებ.
თავისი სფეციფიურობით სხვა ბიბლიოთეკებისგან მკვეთრად გამოირჩეოდა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებების ბიბლიოთეკები.მათ შორის ერთერთი ყველაზე ძველი ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, რომელიც დააარსდა 1636 წელს.1701 წელს გაიხსნა იელის უნივერსიტეტი.1759 წელს პენსილვანიაში შეიქმნა კოლეჯის ბიბლიოთეკა.
ამერიკაში ფეხს იკიიდებს აკადემიის მიერ შემოღებული წიგნცვლა სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებს შორის, ინერგება მრავალი სიახლე , მრავლდება ბიბლიოთეკები ,მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო აქ დრო როდესაც ქვეყანა ერთ მძლავრ გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალად მოგვევლინებოდა

9. ქართული საჯარო ბიბლიოთეკა

საქართველოში ბიბლიოთეკები არსებობდა უხსოვარი დროეიდან. თითქმის ყველა მონასტრეს ჰქონდა წიგნსაცავები და ხელნაწერთა საცავები.მდიდარი ბიბლიოთეკები ჰქონდათ ქართველ მეფეებს: თამარს,დავითს,გიორგი ბრწყინვალეს,არჩილს,თეიმურაზ I ს და სხვებს.საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბილიოთეკის წინამორბედად ითვლება 1846 წელს დაარსებული საჯარო ბიბლიოთეკა,მას საფუძვლად დაედო მეფისნაცვლის კანცელარიასთან არსებული 6200 ტომისგან შემდგარი ბიბლიოთეკა. მომდევნო წლებში ბიბლიოთეკას გადაეცა დიმიტრი ყიფიანის , ზაქარია ერისთავის, ვახტანგ და გრიგოლ ორბელიანების,ნიკოლოზ ბარათაშვილის,მიხეილ თუმანიშვილის 1842 წელს თბილისში დააარსებული პირველი კერძო ბიბლიოთეკის 510 ტომისგან შემდგარი ფონდი
1852 წელს ბიბლიოთეკა გადავიდა პოეტ ვახტანგ ოტბელიანის დაკვეთით აგებულ შენობაში, ამ დროეისთვის მისი ფონდი 13000 აღემატებოდა.
1931 წელს კი საჯარო ბიბლიოთეკამ ბინა დაიდო ყოფილ ქართულ სათავადაზნაურო ბანკისთვის განკუთვნილ შენობაში,სადაც მას ადრე ჰქონდა დაკავებული შენობის ნაწილი. იგი აიიგო ილია ჭავჭავაძის თაოსნობით და ა. კალმინის არქიტექტურული შესრულებით.აქ დაცულია უნიკალური ფონდები: ნ. ნიკოლაძის,გ. გეხტმანის,მ.სმირნოვის,გ. ქიქოძის,დ. შენგელაიას, გ.ლეონიძის, ს. ზუბავაშვილის წიგნის კოლექციები , “ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების “ ფონდი. იგი არის რესპუბლიკაში საბიბლიოთეკო საქმის კოორდინატორი და მეთოდური ცენტრი, ხელს უწყობს ქვეყნის კულტურულ და მეცნიერულ განვითარებას.
ასე ვითარდებოდა ბიბლიოთეკა არქაული პერიოდიდან მოყოლებული დღემდე,დღეს კი მას შედარებით დახვეწილი სახე აქვს. შეიცვალა დროის და ცივილიზაციის ფონზე და ახლაც XIX საუკუნეში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი როლი უკავია თითოეული ქართველის ცხოვრებაში.



გამოყენებული ლიტერატურა:

ა.ლორია მ.სურმავა

“საბიბლითეკო საქმის ისტორია”


მარიამ მეტრეველი IXდ
 

პროექტები | 63-ე საჯარო სკოლა | ჩვენ შესახებ